ბათუმში იყიდება ბინა, რომლის ღირებულება 7 521 000 ლარს ( 2 300 000 აშშ დოლარი) შეადგენს.
როგორც Ss.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, კომპლექსის საერთო ფართობი 580 კვ.მ-ია. ამასთან, აქვს 4 ოთახი, აქედან 3 საძინებელი.
"ექსკლუზიურად! გამოტანილია გასაყიდად! პენდჰაუსი 580 მ2. დუპლექსური ტიპის აპარტამენტი, ახალაშენებული საცხოვრებელი კომპლექსის 7_8/8 სართულზე. ქალაქ ბათუმის ცენტრში. ულამაზესი და უიშვიათესი ხედებით ზღვაზე და ბათუმზე. სამზარეულო_ სასადილო სტუდიოს ტიპის, იკეტება დამოუკიდებლად სლაიდი კედლით, ასვე ხდება ერთიანი სივრცე 100მ2. თავისი ორი მოსასვენებელი სივრცეებით ტელევიზორის და ბუხრის ადგილებით. განთავსებულია 3 საძინებელი (მასტერ ბედრუმი, გარდერობებით, სველი წერტილებით - თითო 40 მ2მდე ) ვერანდები ორივე სართულზე შეადგენს 230მ2. ბოლო სართულზე მოწყობილია აუზი 40მ2. მოსასვენებელი სივრცე, სავარჯიშო დარბაზი თავისი ტრენაჟორებით. საუნა, 1 სველი წერტილით და აუზიდან შემდეგ გადასავლები დუშით. 1 დონეზე _ აივანზე ბარბექიუს მოწყობილობა, საპიკნიკე სივრცით. საცხოვრებელი ფართი შეადგენს _ 350მ2; ტერასები - 230 მ2; გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის სარემონტო თუ სამშენებლო მასალა, კონდენცირება_გათბობა, იატაკის გათბობებით. ძვირადღირებული ბუხრით. კომპლექსს ემსახურება 24 საათიანი რეცეპშენი; ,,კონეს,, ლიფთი. ყველა სართულზე დამცავი და სათვალთვალო კამერების სისტემით. სადარბაზოს კედლები და იატაკი მოპირკეთებულია მთლიანად ქვაში. მიწისქვეშა პარკირება, 5 ავტომანქანაზე მოჰყვება აპარტამენტს. დალაგების სერვისი. დამონტაჟებულია მაღალი ხარისხის ავეჯი, ტექნიკა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა",-აღნიშნულია განცხადებაში.