ჩვენი მიზანია, საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის პანდემიით გამოწვეული სოციალური რისკები მინიმუმამდე შევამციროთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროს მიერ სოციალური მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრისას განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, დროებით შეჩერდა სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება.
„ჩვენი მიზანია საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის პანდემიით გამოწვეული სოციალური რისკები მინიმუმამდე იქნას შემცირებული. ამისათვის გამოცხადდა მორატორიუმი და დროებით შეჩერდა სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმება. გარდა ამისა, პანდემიის სირთულეების მიუხედავად, ყველა მოქალაქემ შეუფერხებლად მიიღო მისთვის განკუთვნილი სახელმწიფო გასაცემლები, რასაც დაემატა მოსახლეობის მხარდამჭერი გეგმით განსაზღვრული სუბსიდიები. ამ მიმართულებით უკვე ისარგებლა 1 700 000-ზე მეტმა პირმა, რისთვისაც სახელმწიფოს მეირ გაიცა 492 000 000 ლარზე მეტი“, - განაცხადა ტიკარაძემ.