რა ქონებას ფლობს ელენე ხოშტარია და მისი ოჯახი

ელენე ხოშტარია „ევროპულ საქართველოს“ ტოვებს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს ელენე ხოშტარია.

როგორც მის მიერ, 2020 წლის 23 დეკემბერს შევსებულ დეკლარაციაშია აღნიშნული, ელენე ხოშტარიამ გასულ წელს საპარლამენტო საქიმიანობისთვის, ხელფასის სახით, 48 451 ლარი მიიღო, ხოლო თავისუფალ უნივერსიტეტში წაკითხული ლექციებიდან - 6 390 ლარი.

რაც შეეხება მის უძრავ-მოძრავ ქონებას, დოკუმენტის მიხედვით, ელენე ხოშტარია ფლობს: 5179 კვ.მ მიწის ნაკვეთს და 180,6 კვ.მ სახლს კახეთში (იყალთო), რაშიც 2010 წელს ჯამში 10 000 აშშ დოლარი გადაიხადა. ასევე, 1502 კვ.მ მიწის ნაკვეთს ტაბახმელაში, რომელიც 2014 წელს 15 000 აშშ დოლარად შეიძინა. 2015 წელს კი, ამავე ტერტორიაზე შეიძნა 423 კვ.მ სახლიც, რომლის ღირებულება 170 000 ლარია.

როგორც ქონებრივ დეკალარაციაშია აღნიშნული, ელენე ხოშტარიას მეუღლის, ირაკლი ბერიძის საკუთრებაშია: 46,9 კვ.მ ბინა ბაკურიანში, რომელიც მიმდინარე წელს 71 920 აშშ დოლარად შეიძინა. გარდა ამისა, მის საკუთრებაშია 2011 წელს, 145 000 აშშ დოლარად შეძენილი ბინა საბურთალოზე და 60 კვ.მ ბინა ასევე თბილისში, რაშიც 2013 წელს 45000 აშშ დოლარი გადაიხადა.

ირაკლი ბერიძეს ეკუთვნის მემკვიდრეობით გადაცემული 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ახალ სამგორში) 50%-იანი წილიც და 66,43 კვ.მ ბინა თბილისში, დოლიძის ქუჩაზე.

ელენე ხოშტარიას მეუღლის სახელზეა მსუბუქი ავტომანქანა ტოიოტა პრიუსი 2009, რომელიც 2017 წელს 17 800 ლარად იყიდა.

რაც შეეხება ანგარიშებს,დეკლარაციის შევსების მომენტში ელენე ხოშტარია ფლობდა: „საქართველოს ბანკის“ მიმდინარეზე - 1123 ლარს, ხოლო დანაზოგის სახით 530 ლარს.

ნინი ქეთელაური