ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, შანსი იმისა, რომ ქვეყანაში ვირუსის ახალი შტამი იყოს, რა თქმა უნდა, არის. მისივე თქმით, ვირუსის ახალი შტამი ჯერჯერობით არ არის კარგად შესწავლილი და უნდა დაველოდოთ მეცნიერების პასუხებს.
“ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით ზუსტი სტატისტიკა არ გვაქვს, თუმცა შანსი იმისი, რომ ქვეყანაში იყოს მსგავსი მუტაცია, რა თქმა უნდა, არსებობს. უნდა დაველოდოთ, რას გვეტყვის ამასთან დაკავშირებით ლაბორატორიული და ეპიდემიოლოგიური მეცნიერება თუ რამდენად არის შესაძლებელი ქვეყანაში ეს შტამი იყოს. ზოგადად მსოფლიოში ამ შტამთან დაკავშირებით რა მოლოდინი შეიძლება გვქონდეს, როგორც იცით შესწავლის საგანია. ერთადერთი რაც გამოვლინდა, არის მისი სწრაფად გადაცემის მაჩვენებელი, თუმცა რამდენად იწვევს ეს სერიოზულ ავადობას, ამასთან დაკავშირებით მონაცემები არ არის. უნდა მივყვეთ პროცესებს და ვნახოთ, რას გვეტყვის მეცნიერება, რა პასუხები ექნება ამ შეკითხვებზე”, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.