1-ლი აგვისტოდან 27 დეკემბრამდე 8 ათასი ტონა ვაშლია ექსპორტირებული

მიმდინარე წლის 1-ლი აგვისტოდან 27 დეკემბრამდე პერიოდში განხორციელდა 8 ათასი ტონა ვაშლის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 3.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა 14-ჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 3.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, მიმდინარე წელს წარმოებული ვაშლის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ 7.6 ათასი ტონა და რუსეთის ფედერაციის გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე ყაზახეთში, სომხეთში, უნგრეთში, თურქმენეთში, სინგაპურსა და ჰონკონგში.