ნათია თურნავა - ამ ეტაპზე სალონების დაკეტვა არ იგეგმება

ამ ეტაპზე სალონების დაკეტვა არ იგეგმება , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განუცხადა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, თუ რა ფორმით იქნება შეზღუდვები ქვეყანაში 3 იანვრის შემდეგ, ამაზე საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს.

„ვხედავთ, რომ უკვე მიღებულმა ზომებმა თავისი აშკარად პოზიტიური შედეგი გამოიწვია. მართალია, გარდაცვალება ჯერ კიდევ დიდია, რადგან ბევრი დამძიმებული პაციენტი იყო, მაგრამ ახალი ინფიცირებულების რაოდენობა კლებულობს. ეს იმ დაბალანსებული შემზღუდავი ღონისძიებების გამოა, რაც ჩვენ დროულად მივიღეთ. არ შემიძლია არ აღვნიშნო მაღალი დისციპლინა, რომელიც გამოიჩინეს სავაჭრო ობიექტებმა და მათმა მომხმარებლებმა. ჩვენ ვიმსჯელებთ და ჩამოვაყალიბებთ, თუ რა ფორმით იქნება 3 იანვრის შემდეგ შეზღუდვები“, - აღნიშნა მინისტრმა.