ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სიმსივნით დაავადებული პაციენტების მკურნალობას სახელმწიფო დააფინანსებს.
მისივე თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა და სიმსივნით დაავადებულ ყოველ პაციენტზე გამოყოფილი წლიური ბიუჯეტი 8000 ლარით გაიზარდა.
„უმნიშვნელოვანესი რეფორმა გატარდა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, რომლის ფარგლებში ონკოპაციენტებისთვის მკურნალობა გახდა უფასო. ყოველ პაციენტზე გამოყოფილი წლიური ბიუჯეტი 8000 ლარით გაიზარდა, რის შედეგად ჯიბიდან გადახდები საშუალოდ 25 მილიონი ლარით შემცირდა“, - განაცხადა ტიკარაძემ.