ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის საქართველოში კომპანია „Tika Svanidze Vancko Estate Winery” შეიქმნა

მიუხედავად მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში პანდემიის შედეგად შექმნილი არაპროგნოზირებადი ბიზნეს გარემოსი, 2020 წელს ქვეყანაში შეიქმნა კომპანია, „Tika Svanidze Vancko Estate Winery”. კომპანიის, მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს ქართულ ღვინოსა და მაღალი ხარისხის ქართული წარმოების უნიკალურ პროდუქციას. კომპანიის პირველი პროდუქტი, „მეფის რჩეული“ სპეციალურად კომპანიისთვის და მეფე ერეკლე II -ის 300 წლის იუბილესთან დაკავშირებით, შეიქმნა.

ხაზგასასმელია, რომ ეს ღვინო ექსკლუზიურად 300 წლის იუბილის აღსანიშნავად შეიქმნა და დიდი რუდუნებით შეირჩა საუკეთესო ბლენდი, რომელიც ლეგენდის თანახმად მეფის, ერეკლე მეორის რჩეულ ღვინოს წარმოადგენდა. კომპანია ორიენტირებული იქნება პრემიალური, ექსკლუზიური და უნიკალური ღვინოების წარმოებაზე.

svan1-1609158105.png

კომპანიის დამფუძნებელი თიკა სვანიძე ვენკოა, რომლის სახელიც უკვე მრავალი წელია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საქართველოს პოპულარიზაციასა და პრემიარული ტიპის მომსახურებას უკავშირდება. საერთაშორისო ბიზნეს წრეებში კომპანიის და თიკა სვანიძის სახელი ასოცირდება მაღალ ხარისხთან და პრემიალური ტიპის მომსახურებასთან, Luxury Travel Operator / DMC – Destination Management Company in the South Caucasus;

svan2-1609158148.jpg

პირველ რიგში, ორიოდე სიტყვა უნდა ვთქვათ ტურისტულ კომპანია „TIKA Tours Georgia”-ს შესახებ, რომელიც 2001 წლიდან ოპერირებს ქართულ ტურისტულ ბაზარზე და ორიენტირებულია მაღალი დონის, ექსკლუზიურ შემომყვან ტურებზე. აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან ტურისტული კომპანია TIKA Tours Georgia გეგმავდა ღვინის ტურიზმის მიმართულებით მაღალ სეგმენტზე გათვლილი პროდუქტების შეთავაზებას, თუმცა კომპანიის მაშტაბური გეგმები მსოფლიო პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა გარკვეული დროით გადადო, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მათთვის, რომ შეექმნათ კომპანია, რომელიც ღვინის სამშობლოდან მოყვებოდა ყველაზე საინტერესო ამბებს, რომლის შესახებაც კომპანიის ფეისბუქ გვერდიდან გაიგებთ.

ნოდარ სირბილაძე