ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 1-ელი იანვრიდან გადაუდებელი სამედიცინო დახმარება 1 200 000-ზე მეტ პაციენტს გაეწია.
მისივე თმით, 2020 წელი ცენტრისთვის მრავალმხრივ მნიშვნელოვანი და დატვირთული იყო.
„მოსახლეობის საჭიროებებზე სწრაფი რეაგირებისთვის, 24 - საათიან რეჟიმში ქვეყნის მასშტაბით მორიგეობს 332 სამედიცინო ეკიპაჟი, 1149 ექიმით, 1330 ექთანი, 1276 მძღოლით და 89 პარამედიკოსი . სოფლის ექიმის პროგრამით მოსახლეობას ემსახურება - 1206 ექიმი და 1442 ექთანი. 1-ელი იანვრიდან გადაუდებელი სამედიცინო დახმარება 1 200 000-ზე მეტ პაციენტს გაეწია“, - განაცხადა ტიკარაძემ.