2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე დაკისრებული სისხლის სამართლის ჯარიმები ამნისტირებას დაექვემდებარება.
როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ “ამნისტიის შესახებ“ პროექტის პირველი მოსმენით განხილვისას განაცხადა, არ არსებობს წონადი არგუმენტი, თუ რატომ შეიძლება ადამიანები ასეთი ჯარიმებით დატვირთული დარჩნენ.
“ეს ძალიან დიდი ტვირთია. რამდენიმე ათასია იმ ადამიანთა რიცხი, ვინც მკაცრი, არასწორი სისხლის სამართლის პოლიტიკის შედეგად ეკონომიკურ აქტივობას არის მოწყვეტილი და ხშირ შემთხვევაში, დაუმსახურებლად“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში “ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.