ჩინური კომპანიების საბაზრო ღირებულება, რომლებიც ღია საფონდო ბირჟებზე ივაჭრება, 2020 წლის განმავლობაში თითქმის 5 ტრილიონი დოლარით გაძვირდა. ეს კი ქვეყნის ეკონომიკის სწრაფად აღდგენის ფონზე მოხდა. ზრდა ასევე გამოიწვია ახალი კომპანიების IPO-მ, ასევე სამომხმარებლო და ტექნოლოგიური კომპანიების ზრდამ.
აშშ-ზე ორჯერ სწრაფად
ჩინური კომპანიების კაპიტალიზაცია ნიუ-იორკის საფონდო ბირჟებიდან დაწყებული შანხაის ბირჟით დამთავრებული 2020 წელს 41%-ით გაიზარდა და ჯამში 16,7 ტრილიონი დოლარი შეადგინა. ამის შესახებ მოწმობს S&P Global Market Intelligence.
შედარებისთვის, ანალოგიური მაჩვენებელი ამერიკული კომპანიებისთვის არის 21%-იანი ზრდა 41,6 ტრილიონ დოლარამდე.
აღსანიშნავია, რომ გლობალური კაპიტალიზაციის ზრდის მესამედი სწორედ ჩინეთზე მოდის. გლობალურად კი მსოფლიოში ფასიანი ქაღალდების ბაზარი 16%-ით 104 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა.
უმსხვილესი ჩინური კომპანიები
ცნობისთვის, 24 დეკემბრის მონაცემებით, ინტერნეტ გიგანტის Tencent Holdings-ის კაპიტალიზაციამ 683 მილიარდი დოლარი შეადგინა, Alibaba-ს 601 მილიარდი, ხოლო ალკოჰოლის მწარმოებელი Kweichow Moutai Co.-ს 252 მილიარდი დოლარი.
ამის შემდეგ მოდიან Industrial & Commercial Bank of China Ltd. (ICBC) 256 მილიარდი კაპიტალიზაციით და სადაზღვევო კომპანია Ping An Insurance - 227 მილიარდით.
ყველაზე მეტი ზრდა 58%-ის ოდენობით აღენიშნება კომპანიას Moutai, რომელიც გახლავთ ალკოჰოლის მწარმოებელი კომპანია, რომელმაც კაპიტალიზაციით არამხოლოდ მის დასავლელ კონკურენტებს Diageo Plc და Anheuser-Busch InBev SA-ს გაასწრო, არამედ Coca-Cola Co., LVMH Moet Hennessy Louis Vuitton SE და Toyota Motor Corp-საც კი.