„მერანში“ რეწვის ოსტატების ნაკეთობების საახალწლო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

31 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია USAID-ის პროექტი Zrda საქართველოში მხარდაჭერით, სავაჭრო გალერეა „მერანში“ მართავს საახალწლო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შექმნილი მაღალი ხარისხის საახალწლო დეკორაციები!

გამოფენა-გაყიდვის მიზანია ტრადიციული ხელობების ტექნიკის პოპულარიზაცია და ფართო საზოგადოებაში ოსტატების ცნობადობის ამაღლება, კოვიდ-19 პანდემიის პირობებში ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა და რეგიონებში მოღვაწე არტიზანების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება!

დამატებითი დეტალებისთვის იხილეთ რეწვის ასოციაციის და ონლაინ მაღაზია ეთნოდიზაინის სოციალური მედია-გვერდები:

www.facebook.com/ethnodesignsocielshop

www.facebook.com/heritage.craft2015/