„პარლამენტი კანონს დაარღვევს - დელეგიტიმაციის უდავო დასტური იქნება მთავრობის მიერ წარდგენილი ბიუჯეტის დამტკიცება“

„პარლამენტი კანონს დაარღვევს - დელეგიტიმაციის უდავო დასტური იქნება მთავრობის მიერ წარდგენილი ბიუჯეტის დამტკიცება,“ - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

„ბიზნესპრესნიუსი“ მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„დელეგიტიმაციის უდავო დასტური იქნება თუკი პარლამენტი დაამტკიცებს მთავრობის მიერ წარდგენილ ბიუჯეტს რომლის:

დეფიციტი მშპ-სთან არის 6.7%, ნაცვლად ეკონომიკური თავისუფლების ორგანული კანონით ნებადართული 3%-სა;

ვალი მშპ-სთან არის 60.1%, ნაცვლად ნებადართული 60%-სა.

ამ ბიუჯეტის კანონის მხარდაჭერით:

დასამარდება საპარლამენტო რესპუბლიკისა და კონტროლის იდეა;

ერთპარტიული პარლამენტის თითოეული დეპუტატი იქცევა კანონდამრღვევად, მთავრობის ნების გამფორმებლად, პატივისა და ღირსების არმქონე პოლიტიკოსად.

P.S. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ დაადასტურა ეს პარამეტრები ანუ კანონდარღვევა.

დეკემბრის მესამე პარასკევი - ეს არის ბიუჯეტის დამტკიცების ბოლო ვადა, საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი. კანონის ეს მოთხოვნაც დარღვეულია,“-წერს ალაფიშვილი.

თაია არდოტელი