საქართველოში კორონავირუსით კიდევ 25 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 25 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სულ ქვეყანაში კორონავირუსით 2443 პაციენტია გარდაცვლილი.

„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 443 პირი ემსხვერპლა“,- განაცხადა სიჭინავამ. ცნობისთვის, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 2012 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 2638 პაციენტი.