დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, ტაქსის მძღოლებისთვის კორონავირუსზე ტესტირება აბსოლუტურად უფასო იქნება. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, ოდნავი ეჭვის არსებობის შემთხვევაშიც კი ტესტის ჩატარებისკენ.
"გუშინდელი ტესტების რაოდენობა 14000 იყო, პიკზე ყველაზე მეტი მიმართვიანობა 21 000-იც ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, სისტემა მზად არის, რომ დღეში 20 000 ტესტი აკეთოს. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს თანამოქალაქეებს, მიბრძანდნენ და თუ ოდნავი ეჭვი აქვთ, რომ შეიძლება კოვიდი იყოს, შეუძლიათ ნებისმიერ დაწესებულებაში ჩაიტარონ ტესტირება. ასევე, დღეს გაჟღერდება ოფიციალურად, რომ ტაქსის მძღოლები, რომლებსაც ყველაზე მეტი შეხება აქვთ მოსახლეობასთან, მათთვისაც ტესტირება იქნება აბსოლუტურად უფასო და მიბრძანდნენ, ჩაიტარონ“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.