პრემიერის განცხადებით, რეგულაციების შემსუბუქებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა 1-ელი თებერვლიდანაა შესაძლებელი

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, რეგულაციების შემსუბუქებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა 1-ლი თებერვლიდანაა შესაძლებელი. მისივე განცხადებით, შეზღუდვების უფრო ადრე მოხსნა რისკის ქვეშ აყენებს იმ მიღწევებს, რაც ქვეყანას ამ კუთხით აქვს.

„რეალური შემსუბუქება იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მართვაში შედარებითი პროგრესი იყოს მდგრადი, შესაძლებელია განხილული იყოს 1-ელი თებერვლიდან. უფრო ადრე ეს ყველაფერი რისკის ქვეშ აყენებს იმ ძალიან ფრთხილ მიღწევებს, რომელიც ჩვენ გვაქვს“,- განაცხადა გახარიამ.