პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საკვები პროდუქტების მწარმოებელ ადგილობრივ კომპანიებს ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფი 50%-ით დაუსუბსიდირდება. მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების შედეგი იქნება ის, რომ ტარიფის ზრდა არ აისახება საქართველოში წარმოებული საკვები პროდუქტების ფასზე.
"ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირება მოხდება არამხოლოდ ფიზიკური პირებისთვის, არამედ ორგანიზაციებისთვის და რა თქმა უნდა, არსებობს რისკი გაზრდილი ტარიფის გადაცემის საბოლოო მომხმარებლისთვის პროდუქტის ფასზე. ამ მიზეზის გათვალისწინებითაც, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა იმ კომპანიას, რომელიც არის პირველად დასაქმებაში, საკვები პროდუქტების წარმოებაში, ადგილობრივ წარმოებაზეა საუბარი, სრულად ექნება დასუბსიდირებული ნაზარდი ტარიფი დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის 50%-ით 2021 წლის განმავლობაში. ეს არის ის მინიმუმი, რომელიც გვაძლევს ჩვენ საშუალებას ვიყოთ დარწმუნებული იმაში, რომ ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდა საქართველოში წარმოებულ საკვებ პროდუქტებში საბოლოო ფასზე არ აისახება",- განაცხადა გახარიამ.