პაატა იმნაძე - საქართველოში მედპერსონალის დაინფიცირების დაახლოებით 20 000-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში მედპერსონალის კორონავირუსით დაინფიცირების დაახლოებით 20 000-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული. რაც შეეხება ლუგარის ლაბორატორიას, იმნაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ლაბორატორიის 2 თანამშრომელია დაინფიცირებული.

„ზუსტ ციფრებს ვერ მოგახსენებთ, მაგრამ დაახლოებით 20 000-მდე ჩემი კოლეგაა დაინფიცირებული მთლიანად სამედიცინო სამსახურში დასაქმებული. ეს არის ექიმი, ექთანი, უმცროსი ექიმი, სანიტარი, მძღოლი და ყველა, ვინც არის დაკავებული სამედიცინო საქმიანობით. ლუგარის ლაბორატორიაში 2 ინფიცირებული გვყავს ახლა. სულ დაახლოებით 20-ზე მეტი თანამშრომელი დაგვიინფიცირდა. სამსახურში არც ერთი შიდა გადაცემა არ გვქონია“, - განაცხადა იმნაძემ.