Boeing-ში თვლიან, რომ 2020 წელს მსოფლიო ავიაკომპანიები 160 მლრდ დოლარს დაკარგავენ

კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოს წამყვანი ავიაკომპანიების დანაკარგმა 2020 წელს შესაძლოა, 160 მილიარდი დოლარი შეადგინოს. აღნიშნულის შესახებ მოსაზრებას გამოთქვამს კომპანია Boeing-ის წარმომადგენელი დსთ-ს ქვეყნებში სერგეი კრავჩენკო.

"მე ვფიქრობ, რომ ავიაკომპანიების ფულადი დანაკარგები გაგრძელდება. 2020 წელს კი ეს შეადგენს 160 მილიარდს“ - განაცახდა მან.

მისი აზრით, პანდემიის გამო მოქმედი შეზღუდვების გამო ავიაკომპანიები მხოლოდ 50%-ის დატვირთვით მუშაობენ.

კოკა კვირკველია