მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა მოსახლეობას ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდით გამოწვეული ტვირთი შეუმსუბუქდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განუცხადა.
სუბარმა აღნიშნა, რომ ტარიფის ზრდა სამი წლის განმავლობაში შეჩერებული იყო.
„ბუნებრივია, ეკონომიკური კრიზისის ფონზე, როცა ელექტროენერგიის მოხმარება შემცირებულია, ინვესტორები, როლებმაც თანხა ჩადეს, ტარიფის გადახედვას კატეგორიულად ითხოვდნენ. კანონი ითვალისწინებდა, რომ გადახედვა სამი წლის შემდეგ მომხდარიყო. სემეკმა მიიღო გადაწყვეტილება, რასაც გვერდს ვერ აუვლიდა. ჩვენის მხრიდან მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ მოსახლეობისა და ასევე მეწარმეებისთვის მოხდეს მთლიანი ან ნაწილობრივი სუბსიდირება, განსაკუთრებით წარმოების იმ დარგებისათვის, რაც მოსახლეობისთვის სასოცოცხლოდ მნიშვნელოვანია - მაგალითად, დენის ტარიფმა არ მოხდინოს პურის ფასზე გავლენა“, - განაცხადა სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ „თელასის“ და „ენერგო პრო ჯორჯიას“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3.5 თეთრით იზრდება.