ტოკიოს საფონდო ბირჟაზე საკვანძო Nikkei-ის ინდექსმა სამშაბათს მიმდინარე ვაჭრობისას 1990 წლის აგვისტოს შემდგომ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. ადგილობრივი დროით 11 საათისთვის ის 27 264,03 პუნქტამდე გაიზარდა, ზრდამ ორშაბათის ნიშნულთან შედარებით 1,55% შეადგინა.
Nikkei-ის ზრდა, რომელიც აფიქსირებს იაპონიის 225 წამყვანი კომპანიის აქციების კურსს, მოჰყვა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟებზე საკვანძო ინდექსების მკვეთრ ზრდას. ის დაკავშირებული იყო აშშ-ის მიერ ეკონომიკის მასტიმულირებელი პაკეტის მიღებასთან, რომელიც 900 მილიარდ დოლარს მოიცავს.
როგორც Nikkei წერს, ამ ზომებს შეუძლია აშშ-ის მშპ-ს წლიური ზრდა 2021 წელს 3%-ით, რაც ზრდის ინვესტორების ოპტიმიზმს ტოკიოში.