ირანმა კორონავირუსის საწინააღმდეგო საკუთარი ვაქცინის, COV Iran Barkat-ის, კლინიკური ცდის პირველი ფაზა დაიწყო, -ამის შესახებ ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პირველ სამ მოხალისეს ვაქცინა უკვე გაუკეთდა და ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიც ტემპერატურის მომატება ან შოკია, არცერთ მათგანში არ გამოვლენილა.
კლინიკური ცდის ფარგლებში, საერთო ჯამში, 56 ადამიანის ვაქცინაცია იგეგმება. მათ ვაქცინის ორ დოზას 14 დღის შუალედით გაუკეთებენ.
ცნობისათვის, პანდემიის დაწყების დროიდან ირანში კორონავირუსის 1 206 373 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 54 814 ადამიანი.