ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ კოლეგებს და ფინანსთა მინისტრს მიმართა, პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული ტარიფების სუბსიდირების საკითხი 2021 წლის ბიუჯეტში დღესვე აისახოს.
როგორც მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა, ტარიფის ზრდის ფაქტი სიურპრიზი არ იყო, პრემიერთან წინასწარი კონსულტაცია გაიმართა და შესაბამისი პროექტიც არსებობს.
„გთავაზობთ, რომ ის გადაწყვეტილება, რაც პრემიერ-მინისტრის მხრიდან დაანონსდა, დღესვე აისახოს დოკუმენტში, რასაც კენჭი უნდა ვუყაროთ. კონკრეტული ციფრები აისახოს პროექტში და როცა მას უკვე დასრულებული სახე ექნება, საქართველოს მოქალაქეს ჰქონდეს გარანტია იმისა, რომ პრემიერის მიერ დაანონსებული სუბსიდირება, მოქალაქისთვის გარანტირებული იქნება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.