1 აგვისტოდან 27 დეკემბრამდე პერიოდში 11.4 ათასი ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტის მოცულობა 42%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 43%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.
„მიმდინარე წელს წარმოებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (4.8 ათასი ტონა), უკრაინასა (3.3 ათასი ტონა) და სომხეთში (3.2 ათასი ტონა). აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე ბელორუსში, ყატარში, მოლდოვაში, ჰონკონგში, ყაზახეთსა და უნგრეთში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.