გაეროს გენერალური მდივანი - 2021 წელი პანდემიისგან განკურნების წელი იქნება

2021 წელი პანდემიისგან განკურნების წელი იქნება, - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსის დასაძლევად მთელი მსოფლიო უნდა გაერთიანდეს, რათა კრიზისული სიტუაცია რაც შეიძლება მალე დასრულდეს.

გაეროს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ პანდემიასთან ერთად კაცობრიობის მეორე უდიდესი გამოწვევა კლიმატის ცვლილებაა.

„შევურიგდეთ ერთმანეთს, შევურიგდეთ ბუნებას, გადავლახოთ კლიმატის კრიზისი, გავაჩეროთ COVID-19-ის გავრცელება და 2021 წელი განკურნების წლად ვაქციოთ. ეს მომაკვდინებელი ვირუსისგან განკურნების წელი უნდა გახდეს“, - განაცხადა მან.