თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, დღეს რეალიზებული და ექსპორტირებულია 30 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, წელს აჭარიდან 30 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი არის ექსპორტირებული. თორნიკე რიჟვაძის თქმით, აჭარაში ციტრუსის შტაბი ყოველდღიურად მუშაობს.

"რეგიონში არასტანდარტული ციტრუსის რეალიზაციის ნაწილში, მათ შორის საცობი, რომელიც იყო შექმნილი, დღეს აღმოფხვრილია. შესაბამისად, სოფლის მეურნეობის და ციტრუსის შტაბი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს. ადგილზე კონტროლის თვალსაზრისით, მოქალაქეებს, ფერმერებს არ შეექმნათ პრობლემები რეალიზაციასთან მიმართებაში.

დღეს რეალიზებულია და უკვე ექსპორტირებულია მათ შორის 30 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი, რაც არის 50%- ზე მეტი დაგეგმილი საპროგნოზო მოსავალის და ამავე დროს ფასის ნაწილშიც, ფასი არის ოპტიმალური. თავისუფალ ბაზარზე ფასი სხვადასხვა ფაქტორებით ფორმირდება. შესაბამისად, ამ ნაწილშიც მაქსიმალურად მივაქცევთ ყურადღებას, რომ იყოს ოპტიმალური ყველა ფერმერისთვის და ამ კუთხით, მერწმუნეთ, რომ ციტრუსის შტაბი ყოველდღიურად მუშაობს ძალიან აქტიურად",- აღნიშნა რიჟვაძემ.