პარლამენტის წევრის რატი იონათამიშვილის განცხადებით, მისი მთავარი საზრუნავია, ყოველწლიურად ბიუჯეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროები ადეკვატურად აისახოს. ამის შესახებ იონათამიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ბიუჯეტის პროექტზე მსჯელობენ.
მანვე აღნიშნა, რომ ამ მხრივ, წინა მოწვევის პარლამენტში ფინანსთა სამინისტროსთან საკმაოდ ნაყოფიერად მუშაობდა.
„ჩემი მთავარი საზრუნავია ყოველწლიურად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროების ადეკვატური ასახვა ბიუჯეტში. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ წინა მოწვევის პარლამენტშიც ამ მხრივ ფინანსთა სამინისტროსთან საკმაოდ ნაყოფიერად ვმუშაობდით. ამისი მაგალითია, რომ თუნდაც სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვთა ზრუნვის პროგრამის ბიუჯეტი იმ ოთხი წლის ციკლში თითქმის 80%-ით გაიზარდა და ოცდაორი მილიონი ლარიდან 38 მმილიონ ლარამდე ავიდა. ეს მნიშვნელოვანი პროგრესი იყო. რაც შეეხება ამ მხრივ, ჩემს პოზიციას როდესაც შშმ პირების უფლებებზე ვლაპარაკობთ ჩემთვის პრიორიტეტია დასაქმება, რათა ისნი იყვნენ გადასახადის გადამხდელები და არა პენსიის მიმღები პირები. თუმცა იმ ფონზე, როცა დასაქმების პრობლემებია განსაკუთრებით ეპიდვითარების შემთხვევაში, ეს საკითხები განსაკუთრებით აქტუალურად ჩანს. ცხადია, რომ ანტიკრიზისული გეგმიდან გარკვეულ ჯგუფებზე გაწეული მხარდაჭერა არის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომლითაც ბალანსდება ასე ვთქვათ სოციალური პაკეტის პოლიტიკის ეს მიმართულებები, თუმცა მე მინდა გთხოვოთ, გარკვეული პერიოდის შემდეგ მივუბრუნდეთ ამ საკითხს, რადგან ეს პროგრამა არის 6-თვიანი დაიწყება იანვრიდან და მთავრდება ივლისში, ამიტომ ჩვენ უნდა გვქონდეს გარკვეული ხედვა ივლისის შემდეგ რას ვაკეთებთ და ვთქვათ რა სერვისებს შევთავაზებთ შშმ პირებს, ამიტომ უნდა მოვუბრუნდეთ ამ თემებს, რომ ივლისში უკვე მზად ვიყოთ, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას“,- განაცხადა იონათამიშვილმა.