"დიდად არ მგონია, რომ მაღალმთიან რეგიონებზე დაწესებული შეღავათები ეფექტურია"

გამოგიტყდებით, დიდად არ მგონია, რომ მაღალმთიან რეგიონებზე დაწესებული შეღავათები ეფექტურია, - ამის შესახებ პარლამენტში ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა განაცხადა.

“არის მაგალითად, მთის საწარმო. შეგიძლია მოიკითხოთ, აბა რამდენი საწარმოა და ამ შეღავათმა რა მისცა?! კი ბატონო, დახმარებები და სოციალური კომპონენტი არის. მაღალმთიან რეგიონებში პენსიას 20%-ით მეტს იღებენ, დახმარება არის დენის ნაწილშიც და ეს იმ სოციალურ პოლიტიკას მიჰყვება, რაც პენსიებზე და სოციალურ დახმარებებზეა“, - განაცხადა მაჭავარიანმა პარლამენტის სხდომაზე.