პირადი ჩანჩქერი, ოქროს აბაზანა, ბრილიანტი-10 ყველაზე ძვირადღირებული საჩუქარი მსოფლიოში, რომელიც შობას აჩუქეს

შობისა და ახალი წლის დღესასწაულები ძალიან ხშირად საჩუქრების ჩუქებასთან ასოცირდება. ადამიანების უმეტესობა მსოფლიოს მასშტაბით საყვარელ ადამიანებს საჩუქრებს ჩუქნის.

დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ძვირადღირებულ საჩუქარს მსოფლიოში, რომელიც შობის დღესასწაულზე აჩუქეს.

exppresent-1-1609243293.jpg

მასტიფი სახელად „ჯემი“- 1.5 მილიონი დოლარი

2014 წელს მამაკაცმა სახელად კრისი, შობას მეუღლეს ინგლისური მასტიფი სახელად „ჯემი“ აჩუქა. საყვარელი ადამიანის გახარება მას 1.5 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდა.

exppresent-2-1609243318.jpg

თეთრი შობა- 2 მილიონი დოლარი

კალიფორნიაში თოვლი ძალიან იშვიათად მოდის. ცნობილმა წამყვანმა აარონ სპელინგმა გადაწყვიტა, საკუთარი შვილების ოცნება აესრულებინა და შობას მათი სახლი თოვლით დაფარულიყო.

აარონს სპეციალური აპარატურის დაქირავება და ხელოვნური თოვლის საფარის შექმნა ჯამში 2 მილიონი დოლარი დაუჯდა.

exppresent-3-1609243359.jpg

პირადი ჩანჩქერი- 1.6 მილიონი

ჰოლივუდის ყველაზე ცნობილი წყვილი ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი ერთმანეთს ორიგინალური საჩუქრებით ანებივრებდნენ. 2012 წელს ანჯელინამ ბრედს პირადი ჩანჩქერი აჩუქა.

exppresent-4-1609243398.jpg

ოქროს აბაზანა- 2.3 მილიონი

ცნობილმა მოკრივე მაიკ ტაისონმა მეუღლეს, რობინ გივენსს შობას არც მეტი, არც ნაკლები 24-კარატიანი ოქროს აბაზანა აჩუქა, რაც მას 2.3 მილიონი დაუჯდა.

exppresent-5-1609243435.jpg

ვილა სააჩუქრად- 2.6 მილიონი

ცნობილმა აზიელმა მომღერალმა აარონ კვოკმა შობის დღესასწაულზე შეყვარებულს (დღეს უკვე მის მეუღლეს) 2.6 მილიონად შეფასებული ვილა აჩუქა.

exppresent-6-1609243483.jpg

ყელსაბამი - 3 მილიონი

ცნობილმა ფეხბურთელმა დევიდ ბეკჰემმა მეუღლეს, ვიქოტრია ბეკჰემს 2005 წელს აჩუქა ყელსაბამი, რომელიც 3 მილიონი დოლარი ღირდა.

განაგრძეთ წაკითხვა