სემეკის მიერ ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების კომპანიებისთვის დადგენილი ახალი ტარიფები ძალაში 2021 წლის 1 იანვრიდან შევა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 29 დეკემბრის საჯარო სხდომაზე სს „თელასის“, სს „ენერგო პრო ჯორჯიას“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „რუსთავის წყალის“ მომართვების საფუძველზე სამომხმარებლო ტარიფები დაადგინა.
როგორც კომისიაში განმარტავენ, სემეკის მიერ დადგენილი ტარიფები ასახავს მხოლოდ იმ მიზანშეწონილ ხარჯებს, რაც წარმოადგენს აუცილებელ საჭიროებას ელექტროენერგიისა თუ სასმელი წყლის საიმედო და შეუფერხებელი მიწოდებისთვის.
„ახალი საკანონმდებლო მოთხოვნის შესაბამისად, 2021 წლის 1 ივლისიდან შეიცვლება ელექტროენერგიის ტარიფის სტრუქტურა. „გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების წესების“ მიხედვით, მოხდება სს „თელასისა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ საქმიანობების განცალკევება, კერძოდ, ერთი კომპანია აღარ განახორციელებს მიწოდებისა და განაწილების საქმიანობებს. აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე, მიწოდების ტარიფი 29 დეკემბრის სხდომაზე სემეკის მიერ დადგინდა 2021 წლის 1 ივლისამდე, თუმცა აღნიშნული ცვლილება არსებული პირობების ფარგლებში, დღეს დადგენილ სამომხმარებლო ტარიფზე გავლენას არ იქონიებს. ელექტროენერგიის ტარიფების მოქმედების ვადა განსაზღვრულია 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით“,-აღნიშნულია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ახალი სამომხმარებლო ტარიფები შემდეგია: საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის დღგ-ს ჩათვლით: 0 კვტ.სთ-დან - 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით - 17.731 თეთრი/კვტ.სთ .101 კვტ.სთ-დან - 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით - 21.707 თეთრი/კვტ.სთ. 301 კვტ.სთ-დან - 26.227 თეთრი/კვტ.სთ; არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთა ტარიფები დღგ-ს ჩათვლით: 110-35 კვ. - 28.267 თეთრი/კვტ.სთ 10-6-3.3 კვ. - 30.879 თეთრი/კვტ.სთ 0.4 კვ. – 31 960 თეთრი/კვტ.სთ
სს „თელასის“ ახალი სამომხმარებლო ტარიფები: საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის დღგ-ს ჩათვლით: 0 კვტ.სთ-დან - 101 კვტ.სთ-ის ჩათვლით - 18.041 თეთრი/კვტ.სთ 101 კვტ.სთ-დან - 301 კვტ.სთ-ის ჩათვლით - 22.053 თეთრი/კვტ.სთ 301 კვტ.სთ-დან - 26.537 თეთრი/კვტ.სთ; არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთა ტარიფები დღგ-ს ჩათვლით: 110-35 კვ. - 27.370 თეთრი/კვტ.სთ 10-6-3.3 კვ. – 29.646 თეთრი/კვტ.სთ 0.4კვ. – 32.931 თეთრი/კვტ.სთ
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „რუსთავის წყლის“ სამომხმარებლო ტარიფების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2021 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახალი სამომხმარებლო ტარიფებია: საყოფაცხოვრებო ტარიფები დღგ-ს ჩათვლით: გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის - 0.50 თეთრი/მ3 გაუმრიცხველიანებელი (სულადობრივი) - 4.518 ლარი/სულზე/თვეში არასაყოფაცხოვრებო ტარიფები დღგ-ს ჩათვლით - 6.503 ლარი/მ3 შპს „რუსთავის წყლის“ ახალი სამომხმარებლო ტარიფები : საყოფაცხოვრებო ტარიფები დღგ-ს ჩათვლით: გამრიცხველიანებული აბონენტებისთვის - 0.50 თეთრი/მ3 გაუმრიცხველიანებელი (სულადობრივი) - 3.004 ლარი/სულზე/თვეში არასაყოფაცხოვრებო ტარიფები დღგ-ს ჩათვლით - 3.703 ლარი/მ3.