1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2795 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2795 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2716 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0079 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.0161 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9959 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0202 შეადგინა.