ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე ბაზრობის მოვაჭრეები ხელისუფლებას სამი დღით, წინასაახალწლოდ, ვაჭრობის ნებართვას სთხოვენ. მათ პროტესტის ნიშნად, წერეთლის ქუჩა რამდენიმე წუთით გადაკეტეს და განაცხადეს, რომ არათანაბარ პირობებში არიან.
აქციის მონაწილეების ამბობენ, რომ დიდ სავაჭრო ცენტრებთან ერთად, მუშაობის ნებართვა მათაც უნდა მიეცეთ, რადგან ფინანსური პრობლემები შეექმნათ.
"შევიძინეთ საქონელი, მაგრამ მის რეალიზებას ვერ ვახდენთ. წასასვლელი არსად გვაქვს. საბანკო დავალიანებები დღითიდღე იზრდება და ამიტომ ვითხოვთ, რომ დიდ სავაჭრო ცენტრებთან ერთად ჩვენც მოგვეცეს წინასაახალწლოდ მუშაობის ნებართვა. მაქსიმალურად დავიცავთ ჯანდაცვის რეკომენდაციებს. ჩვენც ვუფრთხილდებით ჯანმრთელობას, მაგრამ შიმშილით ვიხოცებით, არ გვაქვს შემოსავალი",- აცხადებს აქციის მონაწილე გულნაზ ბერიძე.
წერეთლის ქუჩაზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.