საქართველოში კორონავირუსით კიდევ  38 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 38 პაციენტი გარდაიცვალა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სულ ქვეყანაში კორონავირუსით 2 481 პაციენტი გარდაიცვალა.

„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 481 პირი ემსხვერპლა“,- განაცხადა სიჭინავამ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1 738 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 1 494 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 210 445-მდე.