კახა კალაძის განცხადებით, თბილისში ხვალ ინფრასტრუქტურული სამუშაოები შეჩერდება და 8 იანვრიდან გაგრძელდება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მერიის დაკვეთით მიმდინარე ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები 2021 წლის 8 იანვრიდან განახლდეს. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება 8 იანვრიდან ჩვეულებრივად გაგრძელდება.

„იმის გათვალისწინებით, რომ ახალი წელი მოდის და გარკვეული შეზღუდვები არის დაწესებული, რომლის ფარგლებში ასევე რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა, ამიტომ სამუშაოები ხვალ შეჩერდება. ადამიანებს მიეცემათ შესაძლებლობა, წავიდნენ თავიანთ ქალაქებში, რაიონებში და სოფლებში. სამუშაოების განახლება 2021 წლის 8 იანვრიდან დაიწყება და ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელება 8 იანვრიდან ჩვეულებრივად გაგრძელდება“,-განაცხადა კალაძემ.