მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს ეპატაჟური გადაწყვეტილებების მიღება სჩვევიათ. 2020 წელს ბევრი ასეთი შემთხვევა მოხდა. სხვადასხვა აუქციონებზე მილიონებად საოცარი ნივთი გაიყიდა. რამდენიმე მათგანი განხილვას ნამდვილად საჭიროებს.
მანგას ნამუშევრები: 48 387 აშშ დოლარი
პოპულარულ იაპონურ კომიქსსა და მულტფილმის სტილს მანგას მთელ მსოფლიოში ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. თაყვანისმცემლებს სურთ პოპულარული ნამუშევრებისთვის დიდი თანხა გადაიხადონ. Saint Seiya 1987–1988 წლებში დამზადდა. მისმა კარგმა მდგომარეობამ და პოპულარობამ ფასიც განსაზღვრა. კომიქსები აუქციოზე 48 387 აშშ დოლარად გაიყიდა.
დისნეის შესასვლელის ნიშანი: 56,250 აშშ დოლარი
მრავალი მსხვილი ბიზნესის მსგავსად, დისნეის ამ წელს გაუჭირდა, თუმცა გულშემატკივართა დამოკიდებულება უცვლელი დარჩა. შესასვლელის ნიშანი, რომელიც თავდაპირველად დისნეილენდში, კალიფორნიის საზღვარზე დონ დეფორის ეკიდა, აუქციონზე დიდი “ბრძოლის“ საგანი გახდა. ბრინჯაოს საკიდში 56,250 აშშ დოლარი გადაიხადეს.
ერთი ბოთლი წითელი ღვინო: 74,000 აშშ დოლარი
ივლისში, 1951 წლის იშვიათი გამოშვება ყველაზე ძვირად ღირებული ღვინის ბოთლი გახდა, რომელიც ოდესმე გაიყიდა. მიმოქცევაში არსებული 20-ზე ნაკლები ბოთლიდან, აუქციონზე თითო ეგზემპლარი 74,000 აშშ დოლარად გაიყიდა.
ვიდეო თამაში: 114,000 აშშ დოლარი
1985 წელს გამოშვებულმა Super Mario Bros-ის თამაშის ფასმა აუქციონზე 114,000 დოლარს მიაღწია. რის შემდეგაც “მარიო“ ყველაზე ძვირად ღირებული ვიდეო თამაშად აღიარეს. თვითონ გაყიდული ეგზემპლარი სრულიად ახალი იყო. გამოშვებიდან დღემდე, ამ “კასეტით“ არავის უსარგებლია.
კონიაკი: 154,000 აშშ დოლარი
1762 წლის Gautier- ის ბოთლმა ყველა რეკორდი მოხსნა. იგი ყველაზე ძვირად ღირებული კონიაკია, რომელიც ოდესმე გაყიდულა. Sotheby's- ის აუქციოზე მისმა ფასმა 154,000 აშშ დოლარს მიაღწია. ალკოჰოლი ჩამოსხმული იყო დაახლოებით 1840-იან წლებში. Gautier გაიყიდა იმავე აუქციონზე, სადაც მსოფლიოს უძველესი კონიაკის სხვა ბოთლები იყიდებოდა.
მოტოციკლი: 225 500 აშშ დოლარი
1911 წელს წარმოებული Arrow Four ერთ - ერთი ყველაზე სასურველი მანქანაა, რომელიც 1900 – იანი წლების დასაწყისში “პირსმა“ შექმნა. კომპანია თავის დროზე Rolls-Royce– ს უწევდა კონკურეციას. აუქციონზე გატანილ მოდელს რესტავრირება არასდროს ჩატარებია, იგი სრულყოფილად არის შენახული. მოტოციკლი 225,500 აშშ დოლარად გაიყიდა.
პოკემონის ბარათი: 236 831 აშშ დოლარი
ბარათების შეგროვება ბევრისთვის საყვარელი საქმიანობაა. მაგრამ, როდესაც ბევრი ფული გაქვს, ვითარება უფრო სერიოზულადაა. პოკემონის პიქტოგრამა განსაკუთრებით იშვიათ ბარათად ითვლება. 1998 წელს, მისი მიღება მხოლოდ იაპონიის კომიქსების კონკურსის საშუალებით შეიძლებოდა. Pikachu Illustrator გახდა ყველაზე ძვირად ღირებული პოკემონის ბარათი, რომელიც ოდესმე გაიყიდა. ივლისში კოლექციონერმა ის 236 831 დოლარად შეიძინა.
ჯეიმს ბონდის იარაღი: 256,000 აშშ დოლარი
1962 წელს შონ კონერი იყო პირველი მსახიობი, რომელმაც პირველ 007 ფილმში იან ფლემინგის ჯეიმს ბონდი გააცოცხლა. მას შემდეგ პისტოლეტის ფასმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. იგი რეკორდულ 256 000 დოლარად გაიყიდა.
Hermès- ის ჩანთა: 297,000 აშშ დოლარი
ივლისში, ყველა ქალის სასურველი Hermès- ის ჩანთა არც მეტი, არც ნაკლები - 297,000 აშშ დოლარად გაიყიდა. დიზაინერის ჩანთა დამზადებულია ნილოტიკუსის ნიანგის ტყავისგან, რომელიც აფრიკაში ცხოვრობს და დაფარულია 18 კ თეთრი ოქროს და ბრილიანტის ტექნიკით. ჰერმესის ჩანთა არის ყველაზე ძვირად ღირებული ჩანთა, რომელიც 2020 წელს გაიყიდა.
განდის სათვალე: 340,000 აშშ დოლარი
მაჰათმა განდის სათვალეები აგვისტოში, აღმოსავლეთის ბრისტოლის აუქციონზე 340,000 აშშ დოლარად გაიყიდა. იდუმალებით მოცული, მოოქროვილი სათვალე აუქციონის სახლის კართან იპოვეს. წერილში ეწერა, რომ სათვალის გაყიდვიდან შემოსული თანხა გაჭირვებულებს უნდა მოხმარებოდა. შესაბამისად, ქველმოქმედების მიზნით, სათვალე 17-ჯერ მეტ ფასად გაიყიდა, ვიდრე მისი ღირებულება იყო.
ცხვარი: 477,000 აშშ დოლარი
გენეტიკურად სრულყოფილი ცხვარის შესაძენად სელექციონერები დიდ თანხებს იხდიან. აგვისტოში აუქციონის მოსაგებად სამი სელექციონერი შეიკრიბა, მათ პრემიუმ ჯიშის ცხვარში 477 ათასი დოლარი გადაიხადეს.
პლასტმასის გვირგვინი: 594,750 აშშ დოლარი
ცნობილმა რეპერმა- The Notorious B.I.G. 1997 წელს ფოტოსესიაში მონაწილეობის დროს პლასტმასის გვირგვინი 6 დოლარად შეიძინა. ფოტოზე ნაჩვენებ სესიაში, იგი ნიუ-იორკის მეფეს განასახიერებდა. რეპერი სამი დღის შემდეგ მოკლეს და მას შემდეგ გვირგვინმა ლეგენდარული სტატუსი მიიღო. ეს აუქციონის ფასშიც აისახა. სექტემბერში პლასტმასის გვირგვინი 594,750 აშშ დოლარად გაიყიდა.