შტატებში Boeing 737 MAX-ის ექსპლუატაცია განახლდა

ავიაკომპანიამ American Airlines-მა სამაშაბათს უკვე ოფიციალურად განაახლა Boeing 737 MAX თვითმფრინავების ექსპლუატაცია, რომლის გამოყენება შეწყვეტილი იყო 2019 წლის მარტიდან, მას შემდეგ, რაც ორმა ავიახომალდმა კატასტროფა განიცადა. ამის შესახებ The New York Times-ი წერს.

გაზეთის ცნობით, Boeing 737 MAX-ის პირველი გაფრენა მაიამის აეროპორტიდან ნიუ-იორკის მიმართულებით შესრულდა, რეისით American Airlines ნომრით 718. აღნიშნული მონაცემები ფიქსირდება ასევე ვებ-სერვისზე FlightRadar24, რომელიც აღრიცხავს თვიმფრინავების გადაადგილებას რეალურ დროში.

შეგახსენებთ, Boeing 737 MAX თვითმფრინავების ექსპლუატაცია ორი ავიაკატასტროფის შედეგად შეჩერდა. 2019 წლის 10 მარტს ეთიოპიაში Ethiopian Airlines-ის ლაინერის ავიაკატასტროფის შედეგად 157 ადამიანი დაიღუპა. 2018 წლის 29 ოქტომბერს კი ანალოგიური მოდელის ლაინერით ავიაკატასტროფა განიცადა ინდონეზიის Lion Air-ის თვითმფრინავმა, შედეგად დაიღუპა 189 ადამიანი.

Boeing-ის ხელმძღვანელობამ აღიარა, რომ ლაინერების ჩამოვარდნის მიზეზი გახდა პროგრამაში ხარვეზი. ამის შემდეგ კი მსოფლიო ქვეყნების უმეტესობამ უსაფრთხოებიდან გამომდინარე უარი თქვეს ამ ლაინერების გამოყენებაზე.

კოკა კვირკველია