ევროპაში გაზის ფასმა ერთ დღეში 9%-ით მოიმატა და შედეგად ბოლო ორი წლის მაქსიმუმი განაახლა.
ჰოლონადიის ჰაბში TTF ოთხშაბათს მისაწოდებელი გაზის ფასმა ათას კუბურ მეტრზე 221 დოლარი შეადგინა, ერთი დღით ადრე კი მისი ფასი 212 დოლარი იყო. ეს არის მაქსიმალური ფასი ბოლო 23 თვის განმავლობაში - 2019 წლის 30 იანვრის შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ ევროპის გაზსადენებში დეკემბერში გაზის მიწოდება 2019 წლის დეკემბერთან შედარებით შემცირებულია 42%-ით. ეს არის ყველაზე მკვეთრი ვარდნა მთელი წლის განმავლობაში. (ოქტომბერში კლებამ 30%, ნოემბერში კი 39% შეადგინა).
ცნობისთვის, ევროპა აქტიურად ხარჯავს მიწისქვეშა საცავებში დარეზერვებულ მარაგებს. მიმდინარე წლის დეკემბერში უკვე ორჯერ მეტი გაზია მოხმარებული ამ საცავებიდან, ვიდრე გასული წლის დეკემბერში. ამ მომენტისთვის ევროპის მარაგები ავსებულია 75,53%-ით, რაც 2,87%-ით მეტია ბოლო ხუთი სეზონის საშუალო მაჩვენებელზე.