ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 30 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. როგორც სებ-დან იუწყებიან, აუქციონი დღეს გაიმართა.
„2020 წლის 30 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 30 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2752 შეადგინა“ ,- ნათქვამია ინფორმაციაში.