1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2766 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2766 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2795 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0029 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.0233 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 4.0161 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0072 შეადგინა.