საქართველოში კორონავირუსით კიდევ 24 პაციენტი გარდაიცვალა

„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა“,- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, სულ ქვეყანაში კორონავირუსით 2 505 პაციენტი გარდაიცვალა.

„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 505 პირი ემსხვერპლა“,-განაცხადა სიჭინავამ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 1 527 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო გამოჯანმრთელდა 1 282 პირი.