ჩინეთის „ეროვნული სამედიცინო პროდუქტების ადმინისტრაციამ“ კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ჩინური ვაქცინა ფართო საზოგადოებრივი გამოყენებისთვის დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ვაქცინა ცნობილი ფარმაცევტული კომპანია „სინოფარმის“ შვილობილი კომპანია „ჩინეთის ეროვნული ბიოტეკის ჯგუფმა“ შექმნა.
ვაქცინის შემქმნელმა კომპანიამ გუშინ განაცხადა, რომ მისი ვაქცინა ადამიანებს კორონავირუსისგან დაინფიცირებისგან 79.34%-ით იცავს. აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა ვაქცინების საგანგებო მდგომარეობაში გამოყენების პროგრამა ივლისში დაიწყო, რომლის მიზანიც მედიკოსებისა და სხვა მაღალი რისკის ჯგუფში შემავალი ადამიანების დაინფიცირებისგან დაცვა იყო.
15 დეკემბრის მონაცემებით, ჩინეთში მინიმუმ სამი ტიპის ვაქცინის 4.5 მილიონი დოზა უკვე გამოიყენეს. ორი მათგანი „ჩინეთის ეროვნული ბიოტეკის ჯგუფის“, ერთი კი - Sinovac Biotech-ის მიერ არის შექმნილი.