„ნამდვილად არ არის ბანკის ინტერესში, რომ მომხმარებელმა სესხი ვერ გადაიხადოს ან დაისაკუთროს აქტივები“

„საქართველოს ძალიან გაუმართლა, რომ პანდემიის პირობებში აქვს ასეთი ჯანსაღი ფინანსური ინსტიტუტები“- ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ განაცხადა.

,,2008 წელს რომ შევადაროთ, მაშინ ფინანსურმა სექტორმა გაამძაფრა კიდეც ის კრიზისი. წელს გვაქვს აბსოლუტურად განსხვავებული სურათი. მიუხედავად ეკონომიკის შემცირებისა, იზრდება საბანკო სესხების პორტფელი. რაც ნიშნავს, რომ საბანკო სექტორი აწვდის ფინანსურ რესურსს მოსახლეობას და ბიზნესს ამ რთული პერიოდის გადასატანად.

მე ვიტყოდი, რომ საბანკო სექტორი იჩენს დიდ სოლიდარობას და ამაზე მეტყველებს გადავადებების ორივე ტალღა. ახლა კი მიმდინარეობს აქტიური მუშაობა სესხების ინდივიდუალურად გადავადებაზე. ნამდვილად არ არის ბანკის ინტერესში, რომ მომხმარებელმა სესხი ვერ გადაიხადოს ან დაისაკუთროს აქტივები“-განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.

თამარ მუკბანიანი