მუხლუხოვანი სოკო ტრადიციულ მედიცინაში მრავალი საუკუნის განმავლობაში გამოიყენება, მაგრამ მასიური პოპულარობა ათწლეულების განმავლობაში მოიპოვა. მას შემდეგ სოკოს ფასი მხოლოდ იზრდება, დღევანდელი მონაცემებით ერთი კილოგრამი caterpillar fungus-ის სავარაუდო ღირებულება 84,966 დოლარია.
სოკო შორეულ ტიბეტის პლატოზე და ჰიმალაის მთებში იზრდება. მისი მოპოვება წარმოუდგენლად რთული საქმეა. ადგილობრივები მუხლუხოვანი პარაზიტის მოპოვებას სეზონზე დილიდან საღამომდე ცდილობენ. დღის ბოლოს კი სრულებით შესაძლებელია, ხელცარიელები დაბრუნდნენ სახლებში.
ნიუ - იორკში 1 გრამი მშრალი მუხლუხოს ფასი 30 დოლარს აღწევს. eBay- ზე მომწოდებლები გრამს 125 დოლარს აფასებენ.
სოკო ნეპალის, ტიბეტის, ინდოეთისა და ბუტანის რეგიონებში მხოლოდ რამდენიმე კვირის განმავლობაშია ხელმისაწვდომი. მისი მოძებნა მკრეფავებს ბალახებს შორის, ხელების “ფათურით“ უწევთ.
ტრადიციულად, მუხლუხოვან სოკოს იმუნიტეტის ასამაღლებლად იყენებენ. ჰიმალაიში ამბობენ, რომ მას მამაკაცებში პოტენციის ამაღლების უნარი აქვს.
ძირითადად, ფასი დამოკიდებულია მუხლუხოვანი სოკოს ფერზე, სხეულის ფორმაზე. 2017 წელს მაღალი 1 კგ ხარისხის ნაჭრები 140 000 აშშ დოლარად გაიყიდა.
მუხლუხოვანი სოკოს შემოსავალზე ტიბეტში ბევრი ოჯახია დამოკიდებული.