2020 წელს ბევრმა ძველმა ბრენდმა სახელი შეიცვალა და ბაზარზე ინოვაციური იმიჯით წარსდგა. მსოფლიოში ახალი წესრიგის დანერგვის გამო, ბევრს სახელის კორექტირება რასისტული ნიშნითაც კი დასჭირდა. გთავაზობთ ყველაზე საინტერესო შემთხვევებს.
Uncle Ben’s (ბიძია ბენი)
კომპანია სექტემბერში კრიტიკის საგანი გახდა. საზოგადოებამ Uncle Ben’s-ში "ბიძია" დამამცირებლად მიიჩია, რადგან ამ სიტყვას სამხრეთით მდებარე თეთრკანიანები შავკანიანი მამაკაცებისთვის შეურაცხყოფის მიყენებისთვის იყენებენ. კომპანიამ განაცხადა, რომ სახელს შეიცვლის და ბრინჯის პროდუქტის ასორტიმენტს Ben's Original- ს დაარქმევს.
Coon cheese (Coon ყველი)
ამ ავსტრალიური ყველის ბრენდის წინააღმდეგ აქტივისტები წლებია იბრძვიან. მათი მოთხოვნა, რომ ბრენდმა სახელი შეიცვალოს, 2021 წელს უკვე დაკმაყოფილებული იქნება. აქტივისტების თქმით, ყველის სახელი სინამდვილეში "რასისტული ხუმრობაა". პროდუქტს ამერიკელი ყველის მწარმოებლის ედვარდ უილიამ კუნის სახელი მიენიჭა, რომელსაც რასისტობაში სდებენ ბრალს.
Cleveland Indians (კლივლენდელი ინდიელები)
სპორტული გუნდები, რომელთაც სხვადასხვა კულტურისადმი მგრძნობიარე სახელები აქვთ, კრიტიკის საგანი ხშირად ხდებიან. ბეისბოლის გუნდმა- “კლივლენდელმა ინდიელებმა“ ამის გამო რებრენდინგი გამოაცხადა და გაავრცელა განცხადება, რომ ლოგოსთან ერთად სახელსაც შეიცვლიან.
Washington Redskins (ვაშიგტონის წითელკანიანები)
ათწლეულების განმავლობაში აქტივისტების ზეწოლის შემდეგ, ვაშინგტონის წითელკანიანებმა 2020 წელს სახელის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღეს. რა ერქმევა გუნდს, უცნობია. გუნდის ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც Nike, FedEx და PepsiCo- ს სპონსორებმა, გუნდს რასისტული ეპითეტის გაუქმებისკენ მოუწოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრნენ.
Red Skins (წითელკანიანები)
რასისტული ნიშნით კრიტიკა გახდა Nestlé-ს ერთ-ერთი პროდუქტისთვის Red Skins-თვის სახელის გადარქმევის მიზეზი. პროდუქტი ავსტრალიაში იყიდება. კომპანიამ ნოემბერში გამოაქვეყნა განცხადება, რომ პროდუქტის სახელი Red Ripper- ით შეიცვლებოდა.
Chicos
შვეიცარიის სურსათის გიგანტმა განაცხადა, რომ Chicos ბრენდის კანფეტს, რომელიც ავსტრალიაში იყიდება, სახელი შეუცვალა. შოკოლადის არომატის ჟელეს სახელი ესპანურად "ბიჭებს" ნიშნავს, რაც ასევე რასისტულად მიიჩნიეს. კანფეტს ახლა Cheekies ეწოდება.
Beso de Negra (ბესო დე ნეგრა)
“ნესტლემ“ სახელი კიდევ ერთ მის წარმოებულ პროდუქტს შეუცვალა. Beso de Negra კოლუმბიაში ითარგმნება, როგორც "კოცნა შავი ქალისგან", შეფუთვაზეც ქალია გამოსახული, რის გამოც აქტივისტებმა მიიჩნიეს, რომ ეს რადიკალური რასიზმია.
Slaves (მონები)
ივნისში, აშშ-ში მოძრაობის Black Lives Matter-ის მხარდაჭერის მიზნით შეიქმნა ჯგუფი Slaves. გუნდის წევრებმა მხოლოდ ამის შემდეგ გააცნობიერეს, რომ ამ სიტყვას რასისტული მნიშვნელობა აქვს, სინამდვილეში მხოლოდ ტკივილს და წყენას უკავშირდება. თუმცა მიუხედავად კრიტიკისა, ბრიტანულმა ჯგუფმა, უარი თქვა სახელის შეცვლაზე.
გიტარისტმა ლორი ვინსენტმა განმარტა: "თუ ოქსფორდის ლექსიკონს აიღებთ და სიტყვა "მონებს" მოძებით, იქ რასობრივი კონტექსტი არ არის ნახსენები. მონა არის ადამიანი, რომელიც სხვა პირის საკუთრებაშია და იძულებულია უფასოდ იმუშაოს".
პლანტაციის რომი
რომის წარმოებისას აქტივისტების ყურადღება სიტყვა “პლატაციამ“ მიიქცია. მათ ეს მავნე შინაარსად მიიჩნიეს და კომპანია მწვავედ გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ პროდუქტის სახელი მონობასთან და მჩაგვრელ სისტემასთან ასოცირდება. ფრანგულმა სასმელების კომპანიამ Plantation Rum-მა ივნისში განაცხადა, რომ წარმოებას სახელს შეუცვლის.
Clean & Clear
Johnson & Johnson იძულებული გახდა Clean & Clear-ის კანის მათეთრებელი ხაზისთვის სახელი შეეცვალა. Clean & Clear Fairness 2020 წლის დასაწყისში ინდოეთის მაღაზიებიდან სრულიად ამოიღეს. ინდოელმა აქტივისტებმა კომპანია მწვავედ გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ კანის გათეთრება მათ არაფერში სჭირდებოდათ.