სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობა უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობა უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ავრცელებს.

„როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №698 დადგენილებით, 2021 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები და 8 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით დღეები უქმე დღეებად განისაზღვრა. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 დეკემბრის №812 დადგენილების საფუძველზე კი განისაზღვრა, რომ "უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 ნოემბრის №698 დადგენილება არ გავრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, მათ შორის, ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვებთან დაკავშირებულ და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობაზე.“ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო სრულიად საქართველოს ულოცავს დამდეგ შობა-ახალ წელს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.