თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული გალა-კონცერტის საახალწლო პროგრამა ცნობილია

თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული გალა-კონცერტის საახალწლო პროგრამა ცნობილია. პროგრამის მიხედვით, 23:00 საათიდან სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გალა-კონცერტი გაიმართება.

თბილისის მერიის ცნობით, კონცერტში მონაწილეობენ: დათო ევგენიძე და მისი ბენდი, გიორგი მახარაშვილი, ელენე კალანდაძე, ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ნატალიკო ქუთათელაძე, New one, ნოდარიკო ხუციშვილი, ლიზა ბაგრატიონი, ბახვა ბრეგვაძე, მაია ჯაბუა, ეკა კახიანი, ლიზა ყენია, შვიდკაცა, ჯემალ ჭკუასელი, Salio, ლიკა ევგენიძე, გოგი ჭიჭინაძე, კახაბერი, ნატო მეტონიძე, ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი მიქაძე, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, ლიზა კალანდაძე, ნინო ქათამაძე, ლელა წურწუმია, NON STOP, ზუკა ხუციშვილი, LOUDspeakers, კატო კვარაცხელია, კატო გიორგაძე, სტეფანე, Young Georgian Lolitas, ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, The Quintessence, ანა დოიაშვილი, გიორგი გიგაშვილი, ბექა გოჩიაშვილი, ნინი ნუცუბიძე, მარიამ ჯანჯღავა, გიორგი ცაგარელი.

გალა-კონცერტს გაუძღვებიან ია სუხიტაშვილი, ბახვა ბრეგვაძე, გიორგი ბახუტაშვილი და ნინო ნოდია.

რაც შეეხება საახალწლო კონცერტს, მისი პროგრამა ასე გამოიყურება: დათო ევგენიძე და მისი ბენდი წამყვანები 1.გიორგი მახარაშვილი, ელენე კალანდაძე, დათო ევგენიძის ბენდი სიმღერა „ციდან ცვივა ნოტები“ 2.ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ნატალი ქუთათელაძე, სიმღერა „ო, რერო, რერო“ 3.New one სიმღერა: Artificial Love 4.ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი სიმღერა „თოვლი მოდის არემარე“ 5.ლიზა ბაგრატიონი, ბახვა ბრეგვაძე სიმღერა „სიხარულის ფერებია“ 6.მაია ჯაბუა, ეკა კახიანი, ლიზა ყენია, დათო ევგენიძის ბენდი სიმღერა „თოვს ისევ თოვს“ მილოცვები (პატრიარქი, პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე ) 7.შვიდკაცა, ჯემალ ჭკუასელი, ანზორ ერქომაიშვილი სიმღერა: მრავალჟამიერი ; 8.Salio სიმღერა „ვარსკვლავები“ 9.ლიკა ევგენიძე, დათო ევგენიძე, გოგი ჭიჭინაძე 10.კახაბერი სიმღერა: „თოვლი მოდის“ 11.ნატო მეტონიძე, ნიკოლოზ რაჭველი სიმღერა - „ჩუპრი, ჩუპრი“ 12.გიორგი მიქაძე, ნიკოლოზ ცქიტიშვილი, ლიზა კალანდაძე, დათო ევგენიძე - 13.ნინო ქათამაძე, ნიკოლოზ რაჭველი სიმღერა: „არ მაძინებს“ 14.ლელა წურწუმია და NON STOP სიმღერა „ენძელა“ 15.ზუკა ხუციშვილი სიმღერა: „ნაძვის ხე“ 16.LOUDspeakers სიმღერა „Baby, it's cold outside“ 17.კატო კვარაცხელია, კატო გიორგაძე, დავით ევგენიძის ბენდი სიმღერა - „ცვივა თოვლის ფანტელი“ 18.სტეფანე სიმღერა „მე შენ დაგელოდები“ 19.Young Georgian Lolitas 20.ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი სიმღერა: „ჩემო ჩიორა შენ ხომ არ გცივა“ 21.The Quintessence სიმღერა: „ახალი წელი“ 22.ანა დოიაშვილი, გიორგი გიგაშვილი, ბექა გოჩიაშვილი, ნინი ნუცუბიძე, მარიამ ჯანჯღავა, გიორგი ცაგარელი.

ამასთან, თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, წლევანდელი გალა-კონცერტი განსხვავებული ფორმატის იქნება – შემსრულებლები სპეციალურად მოწყობილ სცენაზე წარდგებიან, რომელიც რამდენიმესართულიან, აივნებიან და ტერასებიან სახლს წარმოადგენს. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, პროექტი სწორედ აივნებზე, ტერასებზე და ფანჯრებთან მოწყობილი პერფორმანსების იდეას ეფუძნება. გარდა სპეციალურ სცენაზე წარმოდგენილი მუსიკალური ნომრებისა, ასევე, იქნება პირდაპირი ჩართვები თბილისის სხვადასხვა უბნიდან.