საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2020 წლის ნოემბრის "თვის მიმოხილვა" გამოაქვეყნა. მათივე ინფორმაციით, მიმოხილვაში დეტალურად არის გაანალიზებული გასული თვის მაკროეკონომიკური პარამეტრები და ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობა. მათივე ცნობით, გამოცემის მიზანია უზრუნველყოს ფართო საზოგადოებისათვის ქვეყნის მოკლევადიანი (ერთთვიანი) მაკროეკონომიკური ანალიზის ოპერატიულად მიწოდება.
მიმოხილვის დანართის ნაწილი თემატურად დალაგებულ სტატისტიკურ ცხრილებს მოიცავს.
გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე "კვლევებისა და გამოცემების" რუბრიკაში.