2021 წელი პირველი სამოასა და კირიბატის კუნძულზე დადგება

2021 წელი პირველი სამოასა და კირიბატის კუნძულზე, საქართველოს დროით 14:00 საათზე დადგება, ამის შემდეგ კი ახალ წელს ჩატამის კუნძულებზე, ახალ ზელანდიაში, თბილისის დროით 14:15 საათზე იზეიმებენ.

ჩვენი დროით 17:00 საათზე დადგება ახალი წელი ავსტრალიის უმეტეს ნაწილში, 19:00 საათზე - იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და ჩრდილოეთ კორეაში, 20:00 საათზე - ჩინეთში, ფილიპინებსა, სინგაპურში, 21:00 საათზე - ტაილანდში, კამბოჯასა და ინდონეზიის უმეტეს ნაწილში, 22:00 საათზე - ბანგლადეშში, 22:15 საათზე - ნეპალში, 22:30 საათზე - ინდოეთსა და შრი ლანკაში, 23:00 საათზე - პაკისტანში.

ყველაზე გვიან კი ახალ, 2021 წელს ბეიკერისა და ჰოულენდის კუნძულებზე იზეიმებენ.