დღეიდან პენსიები იზრდება

დღეიდან იზრდება პენსიები.

2021 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში პენსიები გაიზრდება. კერძოდ, პირველი იანვრიდან გათვალისწინებულია 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა 20 ლარით და პენსია განისაზღვრება 240 ლარით, ხოლო 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერებისთვის პენსია იზრდება 25 ლარით და ის განისაზღვრება 275 ლარის ოდენობით.