გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 15 იანვარის ჩათვლით, სააგენტოს ფასიანი მომსახურების განყოფილება მოქალაქეებს არ მომსახურება

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 31 დეკემბერიდან 15 იანვარის ჩათვლით, სააგენტოს ფასიანი მომსახურების განყოფილება მოქალაქეებს არ მოემსახურება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„საქართველოში, 2021 წლის 3 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით, გამოცხადებულია უქმე დღეები. გარემოს ეროვნული სააგენტო გაცნობებთ, რომ 31 დეკემბერიდან 15 იანვარის ჩათვლით, სააგენტოს ფასიანი მომსახურების განყოფილება მოქალაქეებს არ მომსახურება. 2021 წლის 18 იანვრიდან, პანდემიის პირობებში დადგენილი რეგულაციების დაცვით, მოქალაქეებისთვის სერვისების მიწოდება აღდგება“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.